ENG | GEO | RUS

წარმოუდგენელია ცხოვრებდე XXI საუკუნეში და არ სარგებლობდე ბუნებრივი გაზის სიკეთით, პირველ რიგში ბუნებრივი გაზის სიკეთეა, მისი გამოყენება მოსახლეობის მიერ, როგორც იაფი და სუფთა ენერგიის წყარო, რაც ესოდენ დაეხმარება დღევანდელ პერიოდში საქართველოს მოსახლეობას და მისი მოხმარება შეამცირებს შეშის გამოყენებას მოსახლეობის მიერ, განსაკუთრებით რაიონებსა და სოფლებში, რის შედეგადაც გადარჩება ტყის მასივები. ასევე ბუნებრივი გაზის გამოყენება სამრეწველო (ფაბრიკები, ქარხნები და სხვა) და კომუნალურ მომხმარებლების (საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები, სკოლები და ა.შ.) მიერ, შეამცირებს სამეურნეო დანახარჯებს, რაც მძიმე ტვირთად აწვება საბოლოო ჯამში როგორც ქვეყნის ბიუჯეტს ასევე საქართველოს მოსახლეობას. პირველი მოდით განვსაზღვროთ ზოგიერთი ნიუანსი, რომელიც დიდწილად არის დამოკიდებული, თუ რა დანადგარმა უნდა იმუშაოს ბუნებრივ გაზზე და მისი მოცულობა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არსებობს 4 ტიპის გაზსადენი: მიწისზედა, მიწისქვეშა, სახლშიდა და გარე გაზგაყვანილობა. რომელიმე ამ გაზსადენის მშენებლობის განსახორციელებლად აუცილებელია რიგი ნებართვების მიღება შესაბამისი ორგანოებიდან. ნებართვების მიღების შემდეგ, მნიშვნელოვანია შესაბამისი დოკუმენტების და პროექტის დამზადება, რომელიც აკმაყოფილებს დაკისრებულ მოთხოვნებს როგორც სახელმწიფოს ისე მოსახლეობის წინაშე. შპს „ექსპრესსერვისი 2008“ უპირატესობას ანიჭებს მიწისქვეშა გაზსადენის მშენებლობას პოლიეთილენის მილებით, მისი უპირატესობა ფოლადის მილებთან არის: • მსუბუქი (ფოლადის მილი იწონის 7 ჯერ მეტს) • ექსპლუატაციის პერიოდი (ფოლადის მილი არის 3 ჯერ ნაკლები) • პოლიეთილენის მილის დაცვის ხარისხი (არ არის ელექტრო გამტარი, მდგრადია მექანიკურ დაზიანებასთან, არაკოროზირებადია) გახსოვდეთ გაზსადენის წარმატებული მშენებლობა დამოკიდებულია მშენებელი კომპანიის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე, რის შემდეგაც თქვენ იქნებით უზრუნველყოფილი იაფი და სუფთა ენერგიის წყაროთი.
საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების გაზიფიცირება
მოსახლეობისათვის ბუნებრივი გაზის გაზსადენებისა და დანადგარების დაპროექტება, მონტაჟი და გაშვება გამართვის სამუშაოები
მოსახლეობისათვის ინდივიდუალური გათბობის სისტემების პროექტირება, მონტაჟი და გაშვება გამართვის სამუშაოები
სამრეწველო საწარმოებისა და კომუნალური ობიექტების გაზიფიცირება
სამრეწველო საწარმოებსა და კომუნალურ ობიექტებში შესაბამისი დანადგარების და მოწყობილობის მონტაჟი და გაშვება-გამართვის სამუშაოები
სხვადასხვა მილსადენების პროექტირება და მშენებლობა
ქალაქების, რაიონებისა და სოფლების მკვებავი გაზსადენების მშენებლობა